სიახლეები

www.construct.ge - პრეზენტაცია

 „ტექნოპარკში“  ახალი ინოვაციური ვებ-გვერდის - www.construct.ge - ს პრეზენტაცია გაიმართა. 
www.construct.ge „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“, შპს „ვისეილისა“ და შპს „მოდულატორის“ ერთობლივი ინოვაციური პროექტია, რომლის მიზანიც სამშენებლო სექტორისთვის სამშენებლო პროდუქციის ყიდვა/გაყიდვის და საბაზრო ფასების კვლევის სისტემების შექმნაა.  პრეზენტაციაზე სიტყვით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გამოვიდა. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრია. 
ახალი ვებ-გვერდი დახმარებას გაუწევს: მწარმოებელ, სამშენებლო, საპროექტო, საექსპერტო კომპანიებს ნებისმიერი საკითხის გასამარტივებლად, კერძოდ: პლატფორმის საშუალებით კომპანიები მოახდენენ:
სხვადასხვა სამშენებლო მასალის საბითუმო ყიდვა-გაყიდვას და ამ პროცესის სრულ ავტომატიზაციას;
შემსყიდველების, ქართველი და უცხოელი მწარმოებლების თუ დისტრიბუტორების და მათი პროდუქციის ერთიანი კატალოგის შექმნას;
ფასების ინდექსაციას სატენდერო თუ სხვა ხარჯთაღრიცხვის შედგენისას.
საკუთარ საქმიანობაში ვებ-გვერდის აქტიურად გამოყენების საშუალება აქვთ სხვა და სხვა კომპანიებს, მათ შორის  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებსაც.  კომპანიებს მიეცემათ საშუალება, თავისუფლად მოხვდნენ Construct.ge-ს ბაზაში, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს როგორც მათი  პროდუქციის პოპულარიზაციას, ასევე, ზოგადად, ბაზრის სტაბილიზაციას, გაფართოვებას, ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას და, რაც მთავარია, გაამარტივებს სამუშაო პროცესს არაერთი კომპანიისა თუ იურიდიული  პირისათვის.
8.02.2016
}

ვალუტის კურსი

Gel
1
USD
2.6029
Eur
2.7333
GBP
3.2411
კონტაქტი