სიახლეები

სტამბოლში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

სტამბოლში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ერთობლივი ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ღონისძიების თანაორგანიზატორი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა იყო. სამი ქვეყნის ბიზნეს-ფორუმი მისასალმებელი სიტყვით  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა- გიორგი გახარიამ, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა - საჰირ მუსტაფაევმა,  თურქეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ- ფატიჰ მეტინმა, თურქეთის მეცნიერების, ინდუსტრიისა და ტექნოლოგიების მინისტრმა- ფარუკ ოზლუმ და თურქეთის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა საბჭოს (DEIK) წევრმა- რონა ირჩალიმ გახსნეს. 
ღონისძიების პირველი სესიის  მოდერატორი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე- ნატო ჩიქოვანი იყო. მან ფორუმის პარალელურად შეხვედრების გამართა 10-ზე მეტი თურქული და აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენლებთან. ასევე ნატო ჩიქოვანი აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების მხარდაჭერის ფონდის პრეზიდენტს - რუფატ მამადოვსაც შეხვდა. მათ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ქართული ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტს ორგანიზება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ გაუკეთა. თურქული მხრიდან ბიზნეს-ფორუმს 180 კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. აზერბაიჯანიდან სტამბოლში სამმხრივ ფორუმზე დასასწრებად 50-მდე კომპანია გაემგზავრა. ქართულ დელეგაციაში კი 20-მდე კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ. 
ფორუმის სფეროები დაინტერესებული კომპანიების ინტერესების შესაბამისად განისაზღვრა. ბიზნეს-სექტორის დაინტერესების სფეროები ძირითადად  რკინიგზა, ტურიზმი, სადაზღვევო სექტორი, მსუბუქი მრეწველობა, სამედიცინო ტურიზმი, ფარმაცევტიკა, სამედიცინო საქმიანობა, თევზჭერა და ხიზილალის მოპოვება იყო. ქართველ ბიზნესმენებს საშუალება ჰქონდათ  პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან პირისპირ ესაუბრათ. დაიგეგმა ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები.
მსგავსი ფორმატის ფორუმი საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის უკვე მეხუთედ გაიმართა. ღონისძიება სტამბოლში- სასტუმრო „ინტერკონტინენტალში" შედგა. 

17.02.2017

ვალუტის კურსი

USD
2.4444
Eur
2.6590
GBP
3.1330
კონტაქტი