სიახლეები

“East Invest 2”- ტრეინინგი ექსპორტის პოტენციალის მქონე მცირე და საშუალო მეწარმეთათვის

ევროპალატის პროექტი  „East Invest” გრძელდება. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, 2017 წლის 7 აპრილს, 13 საათზე, ქუთაისში, სასტუმროში „ბაგრატი 1003“ პროექტის ფარგლებში გაიმართა  ტრეინინგი  აგრო-სასურსათო და საკვების გადამამუშავებელი სფეროს  მცირე და საშუალო კომპანიების წარმომადგენლებისათვის. აღნიშნული ტრეინინგის თემას ევროკავშირის ბაზარზე წვდომა წარმოადგენდა.   მოდელად განიხილეს  საფრანგეთში ექსპორტის წინაპირობები. 

ტრეინინგის მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობისთვის აუცილებელი მოთხოვნების შესახებ ექსპორტის მსურველთა  ინფორმირება იყო. ექსპორტის პოტენციალისა და უცხოურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, დამსწრე აუდიტორია  ევროკავშირის კანონმდებლობას, ბაზრის სტრუქტურასა და ქართული კომპანიებისათვის ევროკავშირში ექსპორტთან დაკავშირებულ ვალდებულებებს გაეცნო. მოწვეულნი იყვნენ  პარიზის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ესპერტები. 

სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოში ევროპალატის მთავარი პარტნიორია. ევროპალატა რეგიონალურ საინვესტიციო და სავაჭრო პროექტ East Invest-ის განხორციელებას განაგრძობს. პროექტის მიზანი ევროპის აღმოსალეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონის ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვეთის რესპუბლიკა და უკრაინა) ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაა. 

12.04.2017

ვალუტის კურსი

USD
2.4444
Eur
2.6590
GBP
3.1330
კონტაქტი