სიახლეები

საქართველო-ავსტრიის ბიზნეს-ფორუმი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ორგანიზებით, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმი გაიმართა. 

ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა - ნინო ჩიქოვანმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ- გიორგი ჩერქეზიშვილმა,   ავსტრიის მეცნიერების, კვლევისა და ეკონომიკის ფედერალური მინისტრის მოადგილემ- ბერნადეტე გერლინგერმა და  ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტმა   რიჩარდ შენცმა  გახსნეს.  

ბიზნეს ფორუმის მიზანი საქართველოსა და ავსტრიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება და ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი თანამშრომლობის განვითარება იყო. ქართული და ავსტრიული კომპანიების  წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ  პირისპირ გაემართათ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ავსტრიის ბიზნეს- დელეგაციის წევრი კომპანიები შემდეგ სფეროებს წარმოადგენდნენ: მანქანათმშენებლობა, ჰიდრავლიკური ელექტროენერგიის წარმოება, ნარჩენების გადამამუშავებელი ტექნოლოგიები.   მსუბუქი და სატვირთო მანქანების ძრავების შესამოწმებელი ტექნოლოგია.  ნავთობქიმია,  ფარმაინდუსტრია.  დეტექტორების, ონკანების და სხვა საზომი ხელსაწყოების წარმოება, ჰიდროელექტროსადგურები,  ტურიზმი,  დეველოპერული კომპანიები,  სახანძრო სიგნალიზაცია,  საინჟინრო სერვისები,  ჯართის გადამუშავება,  საკონსულტაციო სერვისები,  თუჯის მილსადენის სისტემები,  მენეჯმენტის სისტემები ელექტრონულ სწავლებაში,  საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვ.

ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი იყო  პრეზენტაციები საქართველოსა და ავსტრიის საინვესტიციო გარემოს შესახებ. ასევე, საქართველოში მიმდინარე პროექტების შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  წარმომადგენელმა ისაუბრა.   

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები, რომელშიც მონაწილეობა 15-მა ავსტრიულმა და 40-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო. 

18.05.2017

ვალუტის კურსი

USD
2.4144
Eur
2.7155
GBP
3.1322
კონტაქტი