სიახლეები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს სხდომა

2017 წლის 24 მაისს 10 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს  მეორე გაფართოებული სხდომა გაიმართება, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურეობის მინისტრი  ლევან დავითაშვილი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი  ნინო ჩიქოვანი და და სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოვლენ და  საბჭოს წევრებს გააცნობენ სოფლის მეურნეობის  სექტორში მიმდინარე პროცესებს და დაგეგმილ პროექტებს.  გაიმართება დისკუსია აქტუალური საკითხებისა და ახალი ინიციატივების შესახებ.

საბჭოს სხდომის დღის წესრიგშია პალატის ახალი სტრატეგიის წარდგენა. 

პალატის საბჭოს მეორე გაფართოებული სხდომის ფარგლებში დაფუძნდება საქართველოს მემწვანილეთა ასოციაცია, ასევე ღონისძიებაზე მოხდება პალატის საბჭოს გაფართოება. მმართველი საბჭოს შემადგენლობაში მყოფ ბიზნეს-ასოციაციათა რიგებს კახური ღვინის გილდია და მეწარმე ქალთა საბჭო შეემატებიან. 

საბჭო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ორგანოა, რომელიც განიხილავს პალატის პრიორიტეტებს და იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. კანონის მიხედვით, პალატის საბჭოში გაწევრიანების უფლება ყველა მოქმედ ბიზნეს-ასოციაციას აქვს. პალატის საბჭოს მოწყობის პრინციპი უზრუნველყოფს პალატის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და მის მუშაობაში საქართველოს  ბიზნეს სექტორის ჩართულობას.

19.05.2017

ვალუტის კურსი

USD
2.4144
Eur
2.7155
GBP
3.1322
კონტაქტი