სიახლეები

საქართველო-საბერძნეთის ბიზნეს-ფორუმი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ტექნოპარკში საქართველო-საბერძნეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 15-მდე ბერძნული კომპანია ეწვია.  ბიზნეს-დელეგაციას საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტერენს-ნიკოლაოს ქუიკი ხელმძღვანელობდა. 

საბერძნეთის მხრიდან მონაწილე კომპანიების ინტერესის ძირითადი სფეროები  მშენებლობა, სამშენებლო მასალები, პლასტმასის მილების წარმოება, მოსაპირკეთებელი ქვები, სარწყავი სისტემები, სურსათი და აგროინდუსტრია, აგროტექნოლოგიები, ფარმაცევტიკა, ენერგო სექტორი, ვერცხლის პროდუქცია, საავტომობილო ნაწილები, ფინანსური სერვისები და დაზღვევა იყო. ჩამოთვლილი სფეროების შესაბამისად ფორუმში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 30-მდე ქართული კომპანია. 

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ - ნატო ჩიქოვანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ - დავით ჯალაღანიამ და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტერენს-ნიკოლაოს ქუიკმა გახსნეს. საბერძნეთის ბიზნეს-დელეგაციას  საქართველოს საინვესტიციო გარემო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს წარმომადგენლებმა გააცნეს. ფორუმის მეორე ნაწილში გაიმართა ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები, სადაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვებ-გვერდის (www.gcci.ge) საშუალებით დარეგისტრირებულ ქართულ კომპანიებს საშუალება ჰქონდაათ პარტნიორული კონტაქტები დაემყარებინათ ბერძნული კომპანიების წარმომადგენლებთან და ემსჯელათ სამომავლო თანამშრომლობაზე. 

09.06.2017

ვალუტის კურსი

USD
2.4826
Eur
2.9305
GBP
3.3029
კონტაქტი