სიახლეები

საქართველო-ჩინეთის ბიზნეს-ფორუმი

2017 წლის 21 აგვისტოს თბილისს  ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს, განსუს პროვინციის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნესის დელეგაცია ეწვევა. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, 21 აგვისტოს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაიმართება საქართველო-ჩინეთის ბიზნეს ფორუმი, სადაც ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ ჩინელ ბიზნესმენებს განსუს პროვინციიდან.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სფეროები: სოფლის მეურნეობა, სამთო მოპოვებითი მრეწველობა, ინჟინერია, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, უძრავი ქონება, ავიაცია, ფარმაცევტიკა, სამშენებლო მასალები, ავტო ნაწილები, სპორტული დანადგარები, კერამიკა, ლოჯისტიკა, ქიმიური ნივთიერებები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სასტუმრო ინდუსტრია, სარწყავი მოწყობილობები. 

საქართველო-ჩინეთის ბიზნეს ფორუმში მონაწილეობით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2017 წლის 17 აგვისტომდე გამოგვიგზავნოთ სრულად შევსებული სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ელ. ფოსტაზე: lizi.martsvaladze@gmail.com ან დარეგისტრირდეთ ონლაინ: 

საკონტაქტო პირი - ლიზი მარცვალაძე 
ტელ: 591 19 99 93; 


9.08.2017

ვალუტის კურსი

USD
2.5405
Eur
2.9980
GBP
3.4073
კონტაქტი