სიახლეები

რეგიონული ენერგო კონფერენცია ბულგარეთში

2017 წლის 14-15 ნოემბერს ქალაქ სოფიაში   ბულგარეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრის პატრონაჟით მე-7 რეგიონული ენერგო კონფერენცია „Bulgaria Before EU Presidency 2018: New Energy Policies“ გაიმართება. ღონისძიებას  ევროპული ინსტიტუტების, ენერგო-განვითარების დაგეგმვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ადმინისტრაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სხვა კვლევითი ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კონფერენცია წარიმართება ბულგარულ და ინგლისურ ენებზე -  სინქრონული თარგმანით. ღონისძიებაზე განიხილავენ ენერგო ეფექტურობის, ენერგეტიკული ინოვაციების, კლიმატის ცვლილების და ზოგადად, ევროპულ და რეგიონულ დონეზე არსებულ ყველა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ საკითხებს. 

ღონისძიებაში მონაწილეობის საფასურია 240 ევრო. 

კონფერენციის პროგრამა და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ თანდართული დოკუმენტების სახით. დეტალური ინფორმაციის მოძიება ღონისძიების შესახებ შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://bulenergyconference.org/

კონფერენციაზე დასწრებით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შევსებული სარეგისტრაციო ფორმა გაუგზავნოთ ბულგარეთის მხარეს (office@bulenergo.com; bulenergo@gmail.com) და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას დაუდასტუროთ ღონისძიებაზე დასწრების სურვილი ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: t.l@gcci.ge; საკონტაქტო პირი: თამარ ლომაძე; ტელ: 269 21 41 

11.10.2017

ვალუტის კურსი

USD
2.4826
Eur
2.9305
GBP
3.3029
კონტაქტი