სიახლეები

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობამ დაჩქარებული საარბიტრაჟო წესები დაამტკიცა

2017 წლის 10 მარტს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობის სხდომა გაიმართა.  წევრებმა იმსჯელეს და ერთხმად მხარი დაუჭირეს საარბიტრაჟო წესების ახალი რედაქციით დამტკიცებას.
საარბიტრაჟო წესების ახალი რედაქციით გამოსწორებულ იქნა ძველ ვერსიაში არსებული უზუსტობები და შევიდა ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც საარბიტრაჟო პროცესის დახვეწას ემსახურება; კერძოდ, შემცირდა არბიტრთა დანიშვნის ვადები, წესებს დაემატა მუხლი რომელიც წესების სხვა და სხვა ენაზე არსებულ ტექსტებს შორის განსხვავების დროს განსაზღვრავს - რომელი ვერსია უნდა იყოს გამოყენებული. ასევე, ჩამოყალიბდა სტანდარტული საარბიტრაჟო შეთანხების ახალი ვერსია, რომელიც პირდაპირ მორგებულია საქართველოში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე. 
საარბიტრაჟო წესების მთავარ ცვლილებას კი დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურების შემოღება წარმოადგენს, რომელიც შედარებით დაბალ ღირებულებიან და მარტივ დავებზე საარბიტრაჟო პროცესს უფრო ხელმისაწვდომსა და იაფს ხდის. დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურების მთავარი განმასხვავებელი ელემენტი განახევრებული ვადები, საგრძნობლად შემცირებული ხარჯები და გამარტივებული პროცედურული ნორმებია. დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც დავის ღირებულება არ აღემატება 100 000 აშშ დოლარს. თუ დავის ღირებულება აღნიშნულ თანხაზე ნაკლები იქნება, იგი ავტომატურად მოექცევა დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურებით განსაზღვრული დებულებების ქვეშ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მხარეებს არ სურთ დავის დაჩქარებული პროცედურით განხილვა, მათ შეუძლიათ საარბიტრაჟო შეთანხმებით პირდაპირ გამორიცხონ მათი მოქმედებს შესაძლებლობა. 
10.03.2017

ვალუტის კურსი

USD
2.4172
Eur
2.7114
GBP
3.1339
კონტაქტი