სიახლეები

“East Invest 2”- ტრეინინგი ექსპორტის პოტენციალის მქონე მცირე და საშუალო მეწარმეთათვის

ევროპალატის პროექტი  „East Invest” გრძელდება. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, 2017 წლის 7 აპრილს, 13 საათზე, ქუთაისში, სასტუმროში „ბაგრატი 1003“ პროექტის ფარგლებში გაიმართა  ტრეინინგი  აგრო-სასურსათო და საკვების გადამამუშავებელი სფეროს  მცირე და საშუალო კომპანიების წარმომადგენლებისათვის. აღნიშნული ტრეინინგის თემას ევროკავშირის ბაზარზე წვდომა წარმოადგენდა.   მოდელად განიხილეს  საფრანგეთში ექსპორტის წინაპირობები. 

ტრენინგი  "East Invest2"-ის ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და პარიზის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თვინინგ პროექტის მიხედვით ჩატარდა. 

ტრეინინგის მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობისთვის აუცილებელი მოთხოვნების შესახებ ექსპორტის მსურველთა  ინფორმირება იყო. ექსპორტის პოტენციალისა და უცხოურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, დამსწრე აუდიტორია  ევროკავშირის კანონმდებლობას, ბაზრის სტრუქტურასა და ქართული კომპანიებისათვის ევროკავშირში ექსპორტთან დაკავშირებულ ვალდებულებებს გაეცნო. მოწვეულნი იყვნენ  პარიზის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ესპერტები. 

სავაჭრო-სამრეწველო პალატა ევროპალატის პარტნიორი და პროექტ "East Invest"-ის ეროვნული კოორდინატორია. . ევროპალატა რეგიონალურ საინვესტიციო და სავაჭრო პროექტ East Invest-ის განხორციელებას განაგრძობს. პროექტის მიზანი ევროპის აღმოსალეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონის ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვეთის რესპუბლიკა და უკრაინა) ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაა. 

12.04.2017

ვალუტის კურსი

USD
2.7268
Eur
3.2176
GBP
3.6097
კონტაქტი