სიახლეები

საქართველო-ირანის ბიზნეს-ფორუმი

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის -  მოჰამედ ჯავად ზარიფის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სასტუმრო „მილენიუმ ბილტმორში“  საქართველო-ირანის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. 

ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა -  გიორგი გახარიამ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა -  მოჰამედ ჯავად ზარიფმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა -  ნინო ჩიქოვანმა და ირანის ვაჭრობის, მრეწველობის, მადნეულისა და სოფლის მეურნეობის  პალატის ვიცე-პრეზიდენტმა - მოჰამედრეზა ანსარიმ გახსნეს. 

ბიზნეს-ფორუმის მიზანი საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება და ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი თანამშრომლობის გაღრმავება იყო.  ქართული და ირანული კომპანიების  წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ  პირისპირ გაემართათ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. 

ბიზნეს-ფორუმზე დასასწრებად ირანიდან საქართველოში  22 კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ბიზნეს დელეგაციის წევრები წარმოადგენდნენ შემდეგ სფეროებს: ინფრასტრუქტურა, საინჟინრო-ეკონომიკური სერვისი, ენერგეტიკა, ნავთობქიმია, სარეცხი საშუალებები, სოფლის მეურნეობა, (საყოფაცხოვრებო მრეწველობა, სამშენებლო და ელექტრო საქონლის წარმოება).  

ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში  საქრათველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა- ნინო ჩიქოვანმა და ირანის ვაჭრობის, მრეწველობის, მადნეულისა და სოფლის მეურნეობის პალატის ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამედრეზა ანსარიმ   პირისპირ შეხვედრა გამართეს. საუბრისას განხილული იყო პალატებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც მხარეებს შორის უკვე გაფორმებულია 2012 წელს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებასა და ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეების ხელშეწყობაზე პარტნიორების მოძიების კუთხით. 

„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ირანის სავაჭრო პალატას აქვს მჭიდრო ურთიერთობა. ჩვენ შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი და  ბევრი ვიზიტი ხორციელდება წლების განმავლობაში. დღეს წარმოდგენილია 22 ირანული კომპანია სხვადასხვა სფეროდან. ფორუმში მონაწილეობს 75 ქართული კომპანია. ფორუმის შედეგებზე ვიმსჯელებთ ორმხრივი შეხვედრების შემდგომ განვითარებული საქმიანი ურთიერთობებით“, - აცხადებს ნინო ჩიქოვანი.  

18.04.2017

ვალუტის კურსი

USD
2.4804
Eur
2.9708
GBP
3.3617
კონტაქტი