სიახლეები

საქართველო-ინდოეთის ბიზნეს-ფორუმი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, 2017 წლის 25 სექტემბერს, 09:30 საათზე,  თბილისში,სასტუმრო ლაერტონში (ილიკო ქურხულის ქუჩა #14) გაიმართება საქართველო-ინდოეთის ბიზნეს ფორუმი.

ღონისძიებას    ინდოეთის რესპებლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და სომხეთის რესპუბლიკაში  იოგენდრა სანგვანი და  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე  ნატო ჩიქოვანი გახსნიან. 

ბიზნეს-ფორუმზე დასასწრებად და ქართულ კომპანიებთან ორმხრივი შეხევდრების გასამართად საქართველოში 20-მდე ინდური კომპანია ჩამოდის. 

ინდოეთის ბიზნეს დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: ლუდსახარშის ტექნოლოგიები,     ფარმაცია, ბოთლის დამამზადებელი მანქანები, ბუნერბივი წყლის გადამუშავება, ენერგო-სექტორი,   ტექნოლოგიები, მშენებლობა,     მედია,        უძრავი ქონება,     ლოჯისტიკა. 

ღონისძიების პირველ ნაწილში გაიმართება პრეზენტაციები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, ფორუმის მეორე ნაწილში კი შედგება ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები. 

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში მიჰყევით ბმულს: 

www.gcci.ge/events

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 18 სექტემბერი.

12.09.2017
 

ვალუტის კურსი

USD
2.4804
Eur
2.9708
GBP
3.3617
კონტაქტი