სიახლეები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბელგიურ ბიზნეს-დელეგაციას მასპინძლობს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბელგიის სამეფოდან ბიზნეს-დელაგაციას მასპინძლობს.  დელეგაციის შემადგენლობაში 10-მდე წამყვანი  ბელგიური სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი კომპანიები არიან, რომლებიც საქართველოში ინვესტიციების ჩადებით არიან დაიტერესებულნი. 

ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ბელგიური საკონსულტაციო სააგენტოს “Wallonia Export Investment”-ის  თანამშრომლობით შედგა.  ვიზიტის ფარგლებში, პალატის ჩართულობით გაიმართა დისკუსია ბელგიური კომპანიების პერსპექტივებისა  და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. 

ასევე, ბიზნეს-დელეგაციის წევრი  კომპანიები საქართველოში ოპერირებად შესაბამისი სფეროს  კომპანიებს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში პალატის ორგანიზებით 20-მდე B2B შეხვედრა შედგა. 

სხვადასხვა ქვეყნებიდან ბიზნეს-დელეგაციების ვიზიტების ორგანიზება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთი სერვისია, რომლიც მიზანიც ქართული კომპანიებისთვის უცხოელი ბიზნეს-პარტნიორების მოსაძიებლად საჭირო პირობების შექმნაა.  

5.12.2017

ვალუტის კურსი

USD
2.5405
Eur
2.9980
GBP
3.4073
კონტაქტი