სიახლეები

რეგიონულ ბიზნეს-სექტორს მსს ფასს სტანდარტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

21-22 დეკემბერს, ქუთაისსა და  ბათუმში მეწარმეებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. პრეზენტაცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის,  ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურისა და სამინისტროს აკადემიის  თაბამშრომლობით  გაიმართა. შეხვედრებზე მეწარმეებს სიტყვით  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა გრიგოლ ბაიბურთმა მიმართა. 

ქუთაისსა და ბათუმში გამართულ ღონისძიებებზე   150-მდე სხვადასხვა სექტორის კომპანიების წარმომადგენლებმა  მსს ფასს სტანდარტის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ეს შეხვედრები  მსს ფასს სტანდარტის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის გამიზნულ ღონისძიებათა ციკლის ნაწილია და მიზნად აღრიცხვა-ანგარიშგების სფეროში მიმდინარე რეფორმისა და  მსს ფასს სტანდარტის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს. 

სამსახურის წარმომადგენლებმა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობა, აღრიცხვა-ანგარიშგების სფეროში მიმდინარე რეფორმა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული მოთხოვნები მიმოიხილეს. ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენერმა დამსწრე საზოგადოებას მსს ფასს სტანდარტის თავისებურებები გააცნო და მისი გამოყენების უპირატესობები განიხილა.

ღონისძიებების დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და აუდიტორიისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოიცვა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა კონკრეტული საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში აქტიურად არის ჩართული. შესაბამისი პრეზენტაცია უკვე გაიმართა პალატის საბჭოს წევრებთან, სადაც  36 მსხვილი ბიზნეს-ასოციაციაა გაერთიანებული. 

22.12.2017

ვალუტის კურსი

USD
2.4791
Eur
3.0282
GBP
3.4564
კონტაქტი