სიახლეები

პალატის პრეზიდენტის შეხვედრა GURTİAD-ის გენერალურ საბჭოსთან

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის (GURTİAD) ახლადარჩეული გენერალური საბჭოს წარმომადგენლებს და ასოციაციის პრეზიდენტს ქელალ სანკარს შეხვდა. ახალი საბჭო 2017 წლის 24 სექტემბერს დაკომპლექტდა და მის შემადგენლობაში 10 მსხვილი კომპანიის დირექტორები არიან.  

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. აუდიენციას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბაიბურთი და პალატის პრეზიდენტის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში- ბექა ინჯიაც ესწრებოდნენ. მხარეებმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს და საერთო აქტივობების დაგეგმვის პერსპექტივები განიხილეს. დირექტორთა საბჭომ პალატის ხელმძღვანელობას ასოციაციის საქმიანობის განვითარების ახალი ხედვები გააცნო. 

თავისმხრივ, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია პალატის საბჭოს წევრია, სადაც ამ ეტაპზე 36 მსხვილი ბიზნეს-ასოციაციაა გაერთიანებული.

25.12.2017

ვალუტის კურსი

USD
2.5429
Eur
3.1082
GBP
3.5214
კონტაქტი