ზუგდიდში „დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის“ რაიონული ორგანიზაცია დაარსდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სავაჭრო–სამრეწველო პალატის მხარდაჭერით და ორგანიზებით ქალაქ ზუგდიდში ა(ა)იპ ,,დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსი“-ს რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. დაფუძნების ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივი მეფუტკრეობის სექტორის 27-მა წარმომადგენელმა მიიღო. მათ რაიონული ორგანიზაციის ხელმზღვანელად მეწარმე ზაზა ღურწკაია აირჩიეს.
ღონისძიების ფარგლებში შედგა დისკუსია, სადაც ყურადღება დარგში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე გამახვილდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა „დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსი“–ს თანადამფუძნებელია, რომელიც ასეულობით ადგილობრივი მეფუტკრის ჩართულობით აბაშაში დაარსდა. პალატა რეგიონებში დარგობრივ ბიზნეს-ასოციაციებს ადგილობრივი ბიზნესის ინიციატივების საფუძველზე ეტაპობრივად აფუძნებს. მსგავსი რაიონული ორგანიზაცია ალიანსმა უკვე დააფუძნა ხონის მუნიციპალიტეტშიც.
12.04.2018