სიახლეები

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ვიზიტი ავსტრიაში

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი სამუშაო ვიზიტით ავსტრიის დედაქალაქს ეწვია. ვენაში ის შეხვდა ავსტრიის სავაჭრო პალატის (WKO) ვიცე-პრეზიდენტს რიჩარდ შენცს. საუბრის მთავარი თემა პროფესიული განათლება იყო. მიღწეულ იქნა შეთანხმება პროფესიული განათლების სფეროში ერთიანი პროექტის განხორციელების შესახებ. ამ საკითხზე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავსტრიის პალატასთან უკვე რამდენიმე თვეა თანამშრომლობს.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა ავსტრიული პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელებთან და პალატის პროფესიული განათლების პოლიტიკის მენეჯერებთან. გადაწყდა, რომ საქართველოში 2017 წლის 16-17 მაისს პროფესიული განათლების ექსპერტები  და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები ჩამოვლენ.

გარდა პროფესიული განათლებისა, მხარეებმა 2017 წლის მაისში საქართველოში დაგეგმილ ბიზნეს-ფორუმზეც იმსჯელეს. ღონისძიება საქართველო-ავსტრიის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში გაიმართება. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად  საქართველოში ავსტრიიდან ძირითადად სხვადასხვა სფეროში დასაქმებული კომპანიები ჩამოვლენ. 

22.02.2017

ვალუტის კურსი

USD
2.4826
Eur
2.9305
GBP
3.3029
კონტაქტი