სიახლეები

უკრაინის ელჩმა პირველი ოფიციალური შეხვედრა სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გამართა

2017 წლის 24 თებერვალს, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილეს ნატო ჩიქოვანს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება იყო. 
ელჩმა პალატის ხელმძღვანელობას მიაწოდა ინფორმაცია აპრილში კიევში  დაგეგმილი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის შესახებ, სადაც ეკონომიკური საკითხები განიხილება. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მთავრობათაშორისო კომისიების წევრია და სხდომებზე ბიზნესის ინტერესებსა და საჭიროებებს წარმოადგენს. 
ნატო ჩიქოვანმა ელჩს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის, პრიორიტეტებისა და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. კერძოდ: DCFTA-საინფორმაციო ცენტრებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების (განსაკუთრებით რეგიონებში) თაობაზე.  გენერალური დირექტორის მოადგილემ ასევე ისაუბრა  საქართველოში არსებულ ბიზნეს-გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე. 
მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად შეუწყობენ ხელს საქმიანი კონტაქტების დამყარებას ბიზნეს-წრეებს შორის და ერთობლივად დაგეგმავენ შესაბამის ღონისძიებებს. 


24.02.2017

ვალუტის კურსი

USD
2.4826
Eur
2.9305
GBP
3.3029
კონტაქტი