სიახლეები

სემინარი ტურიზმისა და მომსახურების სექტორში დასაქმებულთათვის

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად (IHK) მომსახურების სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარების სერიას დაიწყო.  თრენინგები და ვორქშოფები სხვა და სხვა ბიზნეს-სექტორში  დასაქმებული მენეჯერებისთვის და სპეციალისტებისთვის არის განკუთვნილი. სემინარების სერიის პირველი ღონისძიება  ქალაქ ზუგდიდში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაარსებული DCFTA-საინფორმაციო ცენტრის ოფისში გაიმართა.  

სემინარზე დასწრების სურვილი სასტუმროების, მუზეუმების, საჯარო სამსახურების ტურიზმის მიმართულებით მომუშავე დეპარტამენტების, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლებმა გამოთქვეს. 

პალატების მიერ დაგეგმილი საერთო პროგრამა საბოლოო ჯამში ტურიზმისა და მომსახურების სექტორის წარმომადგენლებს გადაამზადებს, ასევე,  გამოცდილებას გაუზიარებს ინდუსტრიისა  და საგანმანათლებლო ინსტიტუტებში  დასაქმებულ პირებს. 

პირველი ღონისძიება  ფოკუსირებული იყო  ტურიზმისა და მომსახურების სექტორის მენეჯერთა გადამზადებაზე. სემინარს უძღვებოდა ორი ექსპერტი გერმანიიდან - კემპტონის უნივერსიტეტის პროფესორი-  არმინ ბრიში და DSFT-ს ტრენერი ტურიზმის დარგში - კრისტინ გარბი. ისინი სემინარის მონაწილეებს საერთაშორისო მომსახურების სექტორის შესახებ საკუთარ ხედვებს აცნობდნენ და გამოცდილებას უზიარებდნენ. ასევე, დაეხმარნენ სერვისების დახვეწის კუთხით ეფექტური სტრატეგიის შემუშავებაში. 

2.03.2017

ვალუტის კურსი

USD
2.3946
Eur
2.8216
GBP
3.0646
კონტაქტი