სიახლეები

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი (WCF) გენერალური საბჭოს პირველ შეხვედრას დაესწრო

2017 წლის 1 მარტს, პარიზში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ცენტრალურ ოფისში მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) გენერალური საბჭოს ახალი შემადგენლობის პირველი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი იღებდა, რომელიც გენერალური საბჭოს წევრია. 

შეხვედრის ფარგლებში შეიქმნა სხვა და სხვა სამუშაო ჯგუფები, რომელთაგან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი - ნინო ჩიქოვანი 9  თემატური ჯგუფის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის არის: 

1. განათლება;
2. მსოფლიო პალატების კონგრესი;
3. „ატა-კარნეტი“;
4. წარმოშობის სერთიფიკატები;
5. ფინანსებზე წვდომა;
6. წევრობა;
7. სავაჭრო პალატების საერთაშორისო ბრენდინგი;
8. ICC-სტრატეგია - მცირე და საშუალო ბიზნესი;
9. დავის გადაწყვეტა - არბიტრაჟი;

აღნიშნული სამუშაო ჯგუფების მიზანია მითითებული დარგებში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლა და სამომავლოდ მათი განვითარების გეგმების დასახვა. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულ ჯგუფებში ნინო ჩიქოვანის მონაწილეობით ქართულ კომპანიებს პირდაპირი წვდომა ექნებათ საერთაშორისო დონეზე შესაბამის სფეროებში  არსებულ სიახლეებზე.

პარიზში გამართული შეხვედრა მსოფლიო პალატების ფედერაციის თავმჯდომარემ- პეტერ მიჰოკმა გახსნა. სიტყვით გამოვიდა  ICC-ის გენერალური მდივანი ჯონ დანილოვიჩი და საერთაშორისო სავაჭრო პალატის ძირითადი პრიორიტეტები მიმოიხილა. გარდა ამისა, განმარტა - რას შეიძლება ნიშნავდეს პალატებისთვის ICC-ის გაეროში დამკვირვებლის სტატუსით ყოფნა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ანგარიშები ვაჭრობის ხელშეწყობისთვის საჭირო სერვისების შესახებ: „ატა კარნეტის“ სისტემისა და წარმოშობის სერთიფიკატების თაობაზე. 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი- ნინო ჩიქოვანი მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) გენერალური საბჭოს წევრად გასულ წელს აირჩიეს. ხმის მიცემის პროცედურა  2016 წლის ნოემბერში-ეტაპობრივად მიმდინარეობდა. მასში  125 ქვეყნიდან  1200-მა წევრმა პალატამ მიიღო მონაწილეობა. კენჭისყრის  შედეგად მთელი მსოფლიოდან გენერალური საბჭოს 20 წევრი შეარჩიეს, რომლებიც WCF-ს 2 წლის განმავლობაში - 2019 წლამდე უხელმძღვანელებენ. ხმის მიცემის პროცედურის მონაწილეებმა საბჭოს წევრები  48 წარდგენილი კანდიდატიდან შეარჩიეს. 

მსოფლიო პალატების ფედერაცია საერთაშორისო სავაჭრო პალატის(ICC) შემადგენელი ნაწილია, რომელშიც მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებიდან 1200 პალატაა ჩართული. WCF თამაშობს აქტიურ როლს მსოფლიოს მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესისა და ICC-ს  ერთმანეთთან დაკავშირებაში. ფედერაცია SME-სექტორისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნაზეა ორიენტირებული. 

ფედერაციის საქმიანობა  მიმართულია პალატების როლის გაძლიერებაზე კერძო სექტორის მხარდაჭერის საკითხში.  WCF-ს მჭირდო კონტაქტი აქვს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიც არიან: მსოფლიო ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამა და რეგიონული განვითარების ბანკები.  ფედერაცია ასევე მუშაობს განვითარებად და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში სავაჭრო პალატებისთვის  ტრენინგების ორგანიზებასა და და სხვა და სხვა პროგრამების დაგეგმვაზე. 

ფედერაციის გენერალური საბჭოს შემდეგი შეხვედრა 2017 წლის 18 სექტემბერს ქალაქ სიდნეიში გაიმართება. 
1.03.2017

ვალუტის კურსი

USD
2.5405
Eur
2.9980
GBP
3.4073
კონტაქტი