სიახლეები

საერთაშორისო გამოფენა “International SME Innovation and Technology Fair 2017.”

2017 წლის 12-14 მაისს, მავრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილია საერთაშორისო გამოფენა “International SME Innovation and Technology Fair 2017.” ღონისძიებაზე მიწვეულია ქართული კომპანიებიც. ამასთან, გამოფენაში მონაწილეებს, მავრიკის მთავრობა უნაზღაურებს ხარჯების ნაწილს. 
ღონისძიების სფეროებია: საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგიები, ინჟინერია, ავეჯის წარმოება, საკვები პროდუქცია და სასმელები, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და სხვა. გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტებში.

დანართი -1

დანართი -2

ღონისძიებაში მონაწილეობით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: t.l@gcci.ge; საკონტაქტო პირი: თამარ ლომაძე. ტელ: 269 14 15

ვალუტის კურსი

USD
2.5405
Eur
2.9980
GBP
3.4073
კონტაქტი