სიახლეები

საერთაშორისო გამოფენა „ActionExpo.”

2017 წლის 29-30 აპრილს, ქ. მინსკში, ბელარუსის საგამოფენო კომპანიის “EXPOFORUM” ორგანიზებით და ბელარუსის განათლების სამინისტროს, ბელარუსის სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს, ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და მინსკის საქალაქო აღმასრულებელი საბჭოს მხარდაჭერით, გაიმართება აქტიური დასვენების, ტურიზმისა და ექსტრემალური სპორტის საერთაშორისო გამოფენა „ActionExpo.”
ღონისძიების ორგანიზატორები გამოფენაში მონაწილეობისათვის იწვევენ შესაბამისი სფეროს ქართულ კომპანიებს. გამოფენის მიზანია მონაწილე კომპანიების მიერ ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარება და პარტნიორების მოძიება. 
გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: ბმული

ღონისძიებაში მონაწილეობით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: t.l@gcci.ge; საკონტაქტო პირი: თამარ ლომაძე. ტელ: 269 14 15

ვალუტის კურსი

USD
2.5405
Eur
2.9980
GBP
3.4073
კონტაქტი