სიახლეები

მე-15 ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა “Import Goods Fair 2017,”

2017 წლის 22-24 ივნისს, კორეის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) ორგანიზებითა და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსებით, ქ. სეულში, გაიმართება მე-15 ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა “Import Goods Fair 2017,” რომლის მიზანია კორეული იმპორტიორი კომპანიებისათვის უცხოური საექსპორტო პროდუქციის გაცნობა. 
გამოფენაზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კომპანიებს შემდეგი სფეროებიდან: საკვები და სასმელი პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები, კოსმეტიკა, საყოფაცხოვრებო პროდუქცია, სახლის დეკორაცია და ა.შ. 
დამატებით გაცნობებთ, რომ ქართული მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოიყოს უფასო სტენდი საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის. 
გამოფენაში მონაწილეობაზე განაცხადის წარდგენის ვადა ა.წ. 30 აპრილს სრულდება. შესაბამისად, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში გვაცნობოთ მონაწილეობასთან დაკავშირებით თქვენი გადაწყვეტილების შესახებ. 
დამატებითი ინფორმაცია გამოფენის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტში. 

დანართი
ღონისძიებაში მონაწილეობით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: t.l@gcci.ge; საკონტაქტო პირი: თამარ ლომაძე. ტელ: 269 14 15


12.04.2017

ვალუტის კურსი

USD
2.5405
Eur
2.9980
GBP
3.4073
კონტაქტი