სიახლეები

ქუთაისში ტურიზმის შესახებ ლექცია გაიმართა

2017 წელი ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად დასახელდა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა პარტნიორებთან ერთად უერთდება ამ ინიციატივას, რის გამოც წლის განმავლობაში იგეგმება სხვადასხვა აქტივობები. საქართველოსა და მიუნხენის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ერთობლივი ორგანიზებით საქართველოში ჩამოვიდა ტურიზმის დარგის გერმანელი ექსპერტი სილვია ბარბონე. მისი ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა  შეხვედრები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და ოზურგეთში.

19 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, სილვია ბარბონეს  საინფორმაციო ლექცია გაიმართა, რომლის მთავარი თემაც ტურიზმის მდგრადი განვითარება იყო. სილვია ბარბონე ტურიზმის დარგში საერთაშორისო ექსპერტია. მას აქვს სიღრმისეული ცოდნა ევროპული ტურიზმის, კულტურული, სოციალური მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ. ის არის  ევროპული მდგრადი ტურიზმის ფონდის (FEST) დამფუძნებელი. საინფორმაციო ლექციას ქუთაისში  პალატის წევრი 50-მდე ბიზნესმენი დაესწრო, რომელთა მთავარი საქმიანობის სფერო ტურიზმი და სასტუმრო ბიზნესია. 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ერთობლივი პროექტის ფარგლებში ახორციელებენ სხვა და სხვა ღონისძიებებს. ერთ-ერთი მიმართულება ტურიზმის მიმართულებით პროფესიული განათლების განვითარება და ტურიზმის სფეროს  ხელშეწყობაა. 

19.04.2017

ვალუტის კურსი

USD
2.3946
Eur
2.8216
GBP
3.0646
კონტაქტი