სიახლეები

პრაღაში საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი იგეგმება

2017  წლის 23 მაისს, პრაღაში   საქართველო-ჩეხეთის მთავრობათაშორისი  ეკონომიკური კომისიის სხდომა იგეგმება, სადაც ორივე ქვეყნის  სამთავრობო ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. 
კომისიის ფარგლებში 23 მაისს იგეგმება საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-  ფორუმი. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პირისპირ შეხვედრები ქართული და შესაბამისი სფეროს ჩეხურ კომპანიების წარმომადგენლებს შორის. ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ და საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ პოტენციურ პარტნიორებთან.

ფორუმის სფეროები განისაზღვრება ქართული კომპანიების ინტერესების შესაბამისად. ღონისძიებაზე საქართველოს  ბიზნეს-სექტორის დასწრებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა უზრუნველჰყოფს. 
დაინტერესების შემთხვევაში კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ კთხვებით მიმართონ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას. 

საკონტაქტო პირი:
ლიზი  მარცვალაძე
ელ.ფოსტა:lizi.martsvaladze@gmail.com; 
ტელ: 591199993 


3.05.2017

ვალუტის კურსი

USD
2.4075
Eur
2.7092
GBP
3.0676
კონტაქტი