სიახლეები

თბილისში საქართველო-ავსტრიის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

2017 წლის 18 მაისს, 09:00 საათზე,  სასტუმრო „თბილისი მარიოტ“-ში,  გაიმართება საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმი.

ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე  გენადი არველაძე, ავსტრიის მეცნიერების, კვლევისა და ეკონომიკის ფედერალური მინისტრის მოადგილე- ბერნადეტე გერლინგერი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტი  რიჩარდ შენცი გახსნიან. 

ბიზნეს ფორუმის მიზანი საქართველოსა და ავსტრიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება და ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი თანამშრომლობის განვითარებაა. ქართული და ავსტრიული კომპანიების  წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ პირისპირ გამართონ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ავსტრიის ბიზნეს დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: მანქანათმშენებლობა, ჰიდრავლიკური ელექტროენერგიის წარმოება, ნარჩენების გადამამუშავებელი ტექნოლოგიები.   მსუბუქი და სატვირთო მანქანების ძრავების შესამოწმებელი ტექნოლოგია.  ნავთობქიმია,  ფარმაინდუსტრია.  დეტექტორების, ონკანების და სხვა საზომი ხელსაწყოების წარმოება, ჰიდროელექტროსადგურები,  ტურიზმი,  დეველოპერული კომპანიები,  სახანძრო სიგნალიზაცია,  საინჟინრო სერვისები,  ჯართის გადამუშავება,  საკონსულტაციო სერვისები,  თუჯის მილსადენის სისტემები,  მენეჯმენტის სისტემები ელექტრონულ სწავლებაში,  საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვ.

ღონისძიებას ორგანიზებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატა (WKO)  უწევენ.  ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები საქართველოსა და ავსტრიის საინვესტიციო გარემოს შესახებ. ასევე, საქართველოში მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში - ბრუნო ბალვანერა  საქართველოში აღმშენებლობისა და განვითარებისთვის საინვესტიციო აქტივობებზე ისაუბრებს. 

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართება ორმხრივი შეხვედრები  საქართველოსა და ავსტრიის ბიზნეს-სექტორებს შორის. ღონისძიებაზე დარეგისტრირება შესაძლებელია Online- რეჟიმში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვებ-გვერდზე. ასევე საკონტაქტო პირთან კომუნიკაციით: n.kobakhidze@gcci.ge

05.05.2017

ვალუტის კურსი

USD
2.4075
Eur
2.7092
GBP
3.0676
კონტაქტი