სიახლეები

შეხვედრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან ზუგდიდში

2017 წლის 4 მაისს,  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის  და საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (AAH) ორგანიზებით ზუგდიდში  ევროკავშირის პროექტის - ENPARD –ის ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებთან შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სამეგრელოს რეგიონულმა თანამშრომლებმა  პალატის საქმიანობისა და სერვისების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, შეხვედრაზე საუბარი იყო პალატის მიერ დაარსებული DCFTA-საინფორმაციო ცენტრების სერვისებზე. ერთ-ერთი ასეთი საინფორმაციო ცენტრი სწორედ ქალაქ ზუგდიდში ფუნქციონირებს. 
შეხვედრაში მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის კოოპერატივების 30-მდე წარმომადგენელმა მიიღო. (ზუგდიდი, წალენჯიხა, ხობი, მარტვილი, სენაკი, ჩხოროწყუ). 

4.05.2017

ვალუტის კურსი

USD
2.4144
Eur
2.7155
GBP
3.1322
კონტაქტი