სიახლეები

საქართველო-სლოვენიის ბიზნეს ფორუმი

2017  წლის 18 მაისს, საქართველოს ეწვევა სლოვენიის ბიზნეს დელეგაცია, სლოვენიის სახელმწიფო მდივნის ბატონი ალეშ კანტარუტის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში, 18 მაისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ციტრუსში“ გაიმართება საქართველო-სლოვენიის ბიზნეს ფორუმი და პირისპირ შეხვედრები ქართული და შესაბამისი სფეროს წარმომადგენელ სლოვენიურ კომპანიებს შორის. 
ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ და საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ პოტენციურ პარტნიორებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში წარმოდგენილია შემდეგი სექტორები: 
სხვადასხვა ლითონები, 
სამშენებლო მასალები, 
საინფორმაციო ტექნოლოგიები, 
ტელეკომუნიკაციები,
ჰიდროინჟინერია,
ენერგეტიკა,
საცხობი მოწყობილობები,

სარეგისტრაციო ბმული

ვალუტის კურსი

USD
2.4826
Eur
2.9305
GBP
3.3029
კონტაქტი