სიახლეები

არბიტრაჟის შესახებ ცნობადობის ამაღლების კამპანია რეგიონებში

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს იწებს. 

დღესდღეობით საქართველოში მკაფიოდ დგას სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემა, რაც ხელს უშლის ბიზნეს-დავების ეფექტიან და სწრაფ გადაწყვეტას. მიუხედავად არბიტრაჟის მრავალი უპირატესობისა, საქართველოში, განსაკუთრებით კი რეგიონებში, არბიტრაჟის ცნობადობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ამიტომ,  საარბიტრაჟო ცენტრმა საჭიროდ მიიჩნია სამუშაო შეხვედრების ჩატარება ბიზნესის წარმომადგენლებთან დავის ალტერნატიული მექანიზმების გაცნობის მიზნით.

ღონისძიებები, რომლების საქართველოს რვა რეგიონულ ცენტრში გაიმართება, მიზნად ისახავს არბიტრაჟის, როგორც დავების გადაწყვეტის მექანიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და მისი გამოყენებით დავების გადაწყვეტის უპირატესობების წარმოჩენას სასამართლოსთან შედარებით. შეხვედრაზე განხილული იქნება ბიზნეს დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.

შეხვედრებზე, ასევე, განხილული იქნება საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საქმიანობა და ის უპირატესობები, რაც საარბიტრაჟო ცენტრს გააჩნია საქართველოსა და მთელი რეგიონის მასშტაბით. საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანი, ბექა ინჯია საარბიტრაჟო ცენტრში დავის განხილვის ეტაპებსა და იმ სიახლეებზე ისაუბრებს, რაც საარბიტრაჟო ცენტრის საქმიანობით ინერგება. განხილული იქნება საარბიტრაჟო ცენტრის მიერ ახლად დამტკიცებული დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურები, რომლებიც მორგებულია ბიზნესის ინტერესებზე და დავის განხილვის პროცედურას უფრო ეფექტიანსა და ხელმისაწვდომს ხდის. შეხვედრას ასევე გაუძღვება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ექსპერტი - ლიანა ქარცივაძე. 

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართება დისკუსია, სადაც დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება დამატებითი კითხვები დაუსვან მომხსენებლებს დავების მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით.

პირველი შეხვედრა 25 მაისს, ქალაქ თელავში გაიმართება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიებები საქართველოს 8 რეგიონში. 

16.05.2017

ვალუტის კურსი

USD
2.5405
Eur
2.9980
GBP
3.4073
კონტაქტი