სიახლეები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს სხდომა

2017 წლის 7 ივლისს, თბილისში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც თავმჯდომარე აირჩიეს. სხდომაზე საბჭოს წევრი 36 ბიზნეს-ასოციაციიდან 21 იყო წარმოდგენილი. საბჭომ თავმჯდომარის პოსტზე პალატის პრეზიდენტი- ნინო ჩიქოვანი აირჩია. 

ასევე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს 7 ივლისის სხდომაზე წევრებმა კივის მწარმოებელთა ასოციაციის დაარსების საკითხი განიხილეს. გადაწყდა, რომ სამეგრელოს რეგიონში მოღვაწე კივის მწარმოებელი კომპანიებისა და პალატის მიერ ერთობლივად დაარსდება ასოციაცია, რომელიც ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას. ასეთი ტიპის ასოციაციის დაარსების იდეა 2017 წლის მაისში, ზუგდიდში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტსა და კივის მწარმოებელ კომპანიებს შორის გამართული საინფორმაციო შეხვედრის დროს გაჩნდა. 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭო 2017 წლის განმავლობაში უკვე მე3-ედ შეიკრიბა. საბჭო პალატის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ორგანოა, რომელიც განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას პალატის ძირითად პრიორიტეტებზე, მიზნებსა და სტრატეგიაზე.

7.07.2017

ვალუტის კურსი

USD
2.4804
Eur
2.9708
GBP
3.3617
კონტაქტი