სიახლეები

DCFTA საინფორმაციო ცენტრმა გორელ მეწარმეებს ხილის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები გააცნო

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრმა გამართა ტრენინგი თემაზე: „ხილის  მოყვანის თანამედროვე ინტენსიური აგროტექნოლოგიები“. ტრენინგი ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. 

ტრენინგს  საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, მეხილეობის ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი ზვიად ბობოქაშვილი უძღვებოდა. 

ღონისძიება  შეეხებოდა ხეხილის სექტორთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს - ხეხილის ინტენსიული ბაღების გაშენება-მოვლა, ახალი ჯიშების ბიულოგიურ-სამეურნეო თავისებურებები; მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული ღონისძიებები და სხვ. 

„ტრენინგების მეორე ტალღა საქართველოს 4 რეგიონში წარმატებით დავასრულეთ. უკვე ვგეგმავთ მსგავს ღონმისძიებებს მომდევნო თვეშიც. მეწარმეთა ინტერესი დიდია და ჩვენ, ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ვეცდებით მაქსიმალურად საინტერესო და საჭირო თემებით დავტვირთოთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგები“ - განაცხადა DCFTA-საინფორმაციო ცენტრის პროექტის ხელმძღვანემა გიორგი ვეკუამ.

DCFTA საინფორმაციო ცენტრები სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და  „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ პროექტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ჩამოყალიბდა. აღნიშნული პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი ევროკავშირის ინიციატივა EU4Business-ის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას,  მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას.

30.06.2017

ვალუტის კურსი

USD
2.7268
Eur
3.2176
GBP
3.6097
კონტაქტი