სიახლეები

DCFTA-მრგვალი მაგიდა აჭარაში

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით აჭარაში DCFTA-ს შესახებ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა. შუახევის მუნიციპალიტეტში გამართული რეგიონალური სამუშაო შეხვედრა DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციას მიეძღვნა. ღონისძიება  ევროპული პროექტის - „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ - მხარდაჭერით ჩატარდა. 

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ და ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელმა იოლანტა ტაჩინსკამ. დისკუსიას მოდერაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გაუწია.  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სახელით ღონისძიებაში სერვისების დეპარტამენტის უფროსი- გრიგოლ ბაიბურთი მონაწილეობდა. 

მრგვალი მაგიდის ფორმატში, საუბარი  შეეხო  DCFTA-ს გამოწვევებსა და პერსპექტივებს, DCFTA-ს სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ (SPS) მოთხოვნებსა და შეთანხმების ფარგლებში არსებულ სხვა საკითხებს. ღონისძიებაზე ასევე განიხილეს ის გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლის ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რათა უკეთ იქნას გამოყენებული DCFTA-ს შესაძლებლობები და ხელი შეეწყოს დასაქმებას.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში ღონისძიების ორგანიზატორებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.

რეგიონებში მსგავსი შეხვედრები სისტემატურად იმართება და 2017 წლის განმავლობაში  საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. შეხვედრების ნაწილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით ტარდება. 

12.07.2017
   

ვალუტის კურსი

USD
2.3983
Eur
2.7923
GBP
3.1183
კონტაქტი