სიახლეები

მეცხოველეობის დარგის გამოფენა საფრანგეთში

2017 წლის 4-6 ოქტომბერს, საფრანგეთის რესპუბლიკაში (Clermont-Ferrand), გაიმართება გამოფენა “SOMMET DE L’ELEVAGE“, რომელიც  ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ღონისძიებაა მეცხოველეობის სფეროში. ყოველწლიურად ღონისძიებაში მონაწილეობას 80 ქვეყნიდან  88 000 ვიზიტორი იღებს. 

გამოფენის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაესწრონ  მეცხოველეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ღონისძიებას (პრეზენტაციებს, დაჯილდოებებსა და კონფერენციებს) და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები შესაბამისი სფეროს უცხოურ კომპანიებთან. 

გამოფენის პროგრამა და დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე:  https://www.sommet-elevage.fr/en/home-en/

ღონისძიებაში მონაწილეობით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ,  14 აგვისტომდე მოგვწეროთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: t.l@gcci.ge;
საკონტაქტო პირი: თამარ ლომაძე; ტელ: 269 21 41

7.08.2017

ვალუტის კურსი

USD
2.4826
Eur
2.9305
GBP
3.3029
კონტაქტი