სიახლეები

ლიტვური კომპანია UAB “Enerstena” ეძებს პარტნიორებს საქართველოში

ლიტვური კომპანია UAB “Enerstena”, პროექტის ფარგლებში თანამშრომლობისათვის, ეძებს ქართველ პარტნიორებს. პოტენციურ პარტნიორებად მოიაზრებიან იურიდიულ პირები, ინსტიტუციები და ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან დაკავებულნი კომერციული საქმიანობით და დაინტერესებულნი არიან განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებით. პროექტის 90% დაფინანსებული იქნება ლიტვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს  მიერ. 
კომპანია UAB “Enerstena” ბალტიის ზღვის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა ენერგეტიკის სექტორში და 2002 წლიდან აქტიურია ბაზარზე. 
პროექტისა და გრანტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდებზე: 

http://www.am.lt/VI/en/VI/index.php#a/996
http://www.am.lt/VI/en/VI/index.php#a/534

კომპანია UAB “Enerstena”-სთან თანამშრომლობით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: t.l@gcci.ge; საკონტაქტო პირი: თამარ ლომაძე; ტელ: 269 21 41

9.08.2017

ვალუტის კურსი

USD
2.5405
Eur
2.9980
GBP
3.4073
კონტაქტი