სიახლეები

თბილისში გლობალური ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

2017 წლის 15 სექტემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“, ,,საქმიან ქალთა გაერთიანების’’ ორგანიზებით გაიმართება  გლობალური ბიზნეს ფორუმი სახელწოდებით ,,21-ე საუკუნის გამოწვევები ბიზნესში’’. ღონისძიება მასპინძლობს 200-ზე მეტ საქმიან ადამიანს/დელეგატს სხვადასხვა ქვეყნიდან და მათ შორის საქართველოდან. ფორუმის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქმიანი ადამიანების წრის გაფართოება, ქალი მეწარმეების ხელშეწყობა,   საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და გამოცდილების გაზიარება.  

ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი გამოვა. ფორუმს დაესწრებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები. ღონისძიებაში ჩართულები არიან როგორც სამთავრობო ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. ფორუმს უძღვებიან საერთაშორისო დონის  სპიკერები  დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან,  ჩინეთიდან, უნგრეთიდან, საფრანგეთიდან და  თურქეთიდან.
დეტალური ინფორმაცია ფორუმის შესახებ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე:  www.ubl.ge

დამატებითი ინფორმაცია ფაილში: ფაილი

5.09.2017
 

ვალუტის კურსი

USD
2.7268
Eur
3.2176
GBP
3.6097
კონტაქტი