სიახლეები

სასოფლო სამეურნეო და მეცხოველეობის გამოფენა თურქეთში

2017 წლის  28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, თურქეთის ქალაქ ერზერუმში გაიმართება აღმოსავლეთ ანატოლიის სასოფლო სამეურნეო და მეცხოველეობის მერვე გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება შემდეგი სექტორები: სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ტექნიკა, მეცხოველეობის, სურსათისა და მებაღეობის ტექნოლოგიები, მეფრინველეობა, საკვები პროდუქტები, ენერგეტიკა და ენერგეტიკული ტექნოლოგიები, მეფუტკრეობა და მათი ინვენტარი, პარკებისა და ბაღების მოწყობის ინვენტარი და მეთევზეობა.

საქართველოს გენერალური საკონსულოს ძალისხმევის შედეგად, საქართველოს დელეგაციას  პროდუქციის წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის, საგამოფენო ცენტრში, უსასყიდლოდ გადაეცემა 20-25 კვადრატული მეტრის ოდენობის ფართი. გარდა ამისა, კომპანია „Atlas“ იღებს ვალდებულებას,  რამდენიმე კერძო კომპანიას (3-5 კომპანია) მათი პროდუქციის გამოსაფენად  უსასყიდლოდ გამოუყოს ფართი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ თანდართული სარეგიტრაციო ფორმა:

სარეგისტრაციო ფაილი

და არაუგვიანეს 13 სექტემბრისა  გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: barnabishvili@gcci.ge;

7.09.2017

ვალუტის კურსი

USD
2.7268
Eur
3.2176
GBP
3.6097
კონტაქტი