სიახლეები

პალატის პრეზიდენტი უნგრეთის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ნინო ჩიქოვანი  უნგრეთის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.

მხარეებმა  ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო პალატის პროექტს „მოიძიე პარტნიორი“, რომლის განხორციელებისთვისაც სხვადასხვა ქვეყნების  პალატებისა და ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაციების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.  ვიქტორია ჰორვატმა ნინო ჩიქოვანს ამ კუთხით უნგრული მხარის მხარდაჭერა აღუთქვა. 

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ასევე პროფესიული განათლების მიმართულებასაც. მხარეები ამ კუთხით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ელჩმა ნინო ჩიქოვანს უნგრეთში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაციისთვის  შეხვედრების ორგანიზება შესთავაზა, სადაც ქართულ მხარეს დუალური განათლების სფეროს განვითარების გამოცდილებას გაუზიარებენ. უნგრეთში დანერგილია დუალური განათლების გერმანული სისტემა, რომლის მიხედვითაც სავაჭრო პალატებს ეკისრებათ მნიშვნელოვანი როლი, როგორც მედიატორებს კომპანიებსა და პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შორის. 

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, ნინო ჩიქოვანმა  უნგრეთის ელჩს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ვიქტორია ჰორვატი საქართველოში უნგრეთის ელჩად რამდენიმე კვირაა რაც დაინიშნა. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებიდან გამომდინარე ელჩი  ცდილობს აწარმოოს მოლაპარაკებები სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით. ასევე, ჰორვატი აქტიურად არის ჩართული სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში ქალთა როლის გაძლიერების კამპანიაში. ნინო ჩიქოვანთან გამართული შეხვედრა არის  ერთ-ერთი პირველი ვიქტორია ჰორვატის ელჩად მოღვაწეობის პერიოდში. 

5.10.2017

ვალუტის კურსი

USD
2.5405
Eur
2.9980
GBP
3.4073
კონტაქტი