სიახლეები

საქართველო-ირანის ეკონომიკური კომისიის სხდომა

თბილისში საქართველოსა და ირანს შორის რიგით მე-6, ეკონომიკური მთავრობათშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა კომისიის წევრია და სხდომებზე ბიზნესის ინტერესებს წარმოადგენს. 

შეხვედრისას რამდენიმე პრიორიტებული მიმართულება განიხილეს. მათ შორის: ტრანსპორტი,  ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები, წარმოება, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა, გადაზიდვები და  საფინანსო სექტორი. 

რიგით მე-6 სხდომას საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და ირანის ისლამური რესპუბლიკის კოოპერაციის, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი ალი რაბიი დაესწრნენ. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 

კომისიის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ და ალი რაბიიმ  ხელი ერთობლივ ოქმს მოაწერეს, რომელშიც  მოლაპარაკებების შედეგებია ასახული. 

2017 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 48%-ით გაიზარდა. იზრდება ტურისტების ნაკადიც ირანიდან.  სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წლის 9 თვეში ირანიდან საქართველოში ვიზიტორების რიცხვი 127%-ით არის გაზრდილი.

საქართველომ და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 15 მაისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. 10 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო-ირანის მთავრობათაშორისი  კომისიის სხდომა 2015 წელს პირველად გაიმართა.

10.10.2017

ვალუტის კურსი

USD
2.5405
Eur
2.9980
GBP
3.4073
კონტაქტი