სიახლეები

საქართველო-ყაზახეთის მთვარობათშორისი კომისიის სხდომა

თბილისში საქართველო-ყაზახეთის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა, ხოლო  ყაზახეთის რესპუბლიკის მხრიდან - ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრი ჟენის კასიმბეკი. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნატო ჩიქოვანმა მიიღო, ასევე ორი ქვეყნის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა. 

მთავრობათშორისი კომისიის მე-9 სხდომაზე საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული.  მათ შორის,  თანამშრომლობის მიმართულებები ინვესტიციების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, მრეწველობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და კავშირგაბმულობის სფეროებში. 

კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრებმა სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი. ამასთან,  კომისიის სხდომის ფარგლებში საქართველოსა და ყაზახეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, კომისიის სხდომაზე განიხილეს კიდევ ერთი თემა - როგორ შეუძლიათ საქართველოსა და ყაზახეთს ერთობლივად მუშაობა ისეთ მესამე ბაზრებზე, როგორებიცაა ევროკავშირის და ჩინეთის ბაზრები. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყაზახი კოლეგა ნოემბერში თბილისში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად მოიწვია. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ფორუმის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის მთვარობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომის მუშაობისას დასახული მიზნებისა და დავალებების შედეგებს შეაჯამებენ. 

6.10.2017

ვალუტის კურსი

USD
2.4826
Eur
2.9305
GBP
3.3029
კონტაქტი