სიახლეები

საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

2017 წლის 3 ნოემბერს საქართველო-რუმინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას თანათავმჯდომარეები რუმინეთის ბიზნესგარემოს, კომერციისა და მეწარმეობის მინისტრი ჰარი ილან ლაუფერი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე იყვნენ.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველო-რუმინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიის წევრია. სასტუმრო „ქორთარდ  მერიოტში“ გამართულ სხდომაში მონაწილეობა პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნატო ჩიქოვანმა მიიღო. მან სიტყვით გამოსვლისას ორი ქვეყნის სავაჭრო პალატებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების პერსპექტივები მიმოიხილა და ბიზნეს-წრეებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის მექანიზმებზე ისაუბრა. 

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და განიხილეს თანამშრომლობის პერპექტივები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა.

კომისიის ფარგლებში მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება  ტურიზმის სფეროში  გამოცდილების  გაზიარებას დაუთმეს. რუმინეთის ბიზნეს-გარემოს, კომერციისა და მეწარმეობის მინისტრის განცხადებით, აუცილებელია ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს. 

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესს. რუმინეთის მხარემ აღნიშნულ პროცესში საქართველოს მხარდაჭერის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა საქართველო–რუმინეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომის ოქმს.

3.11.2017

ვალუტის კურსი

USD
2.7268
Eur
3.2176
GBP
3.6097
კონტაქტი