სიახლეები

ქართულ კომპანიებს ირანში ინდუსტრიისა და სამთო მრეწველობის გამოფენაზე იწვევენ

2017 წლის 28 ნოემბრიდან 1 დეკემრის ჩათვლით ირანის მარკაზის პროვინციაში ინდუსტრიისა და სამთო  მრეწველობის მე-11 სპეციალიზებული გამოფენა გაიმართება. 

ქართულ კომპანიებს საშუალება აქვთ მოიძიონ პოტენციური ბიზნეს-პარტნიორები სამომავლოდ  ერთობლივი საწარმოების დაარსების მიზნით. ასევე, საქართველოში ნაწარმოები პროდუქციის ირანში ექსპორტისა და ირანული პროდუქციის საქართველოში იმპორტის მიზნით და  სხვ. 

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია: 

28 ნოემბერი, 10:00 - რეგისტრაცია; 
28 ნოემბერი, 17:00 - გამოფენის გახსნის ცერემონია ირანის ინდუსტრიის, სამთო მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრთან ერთად; 
29 ნოემბერი, 15:00 - სემინარი საქართველოს შესახებ; 
30 ნოემბერი, 10:00 - ბიზნესის ორმხივი შეხვედრები; 
1 დეკემბერი, 17:00 - ინდუსტრიული ტური საქართველოს  ბიზნეს-დელეგაციისთვის  და ქარხნების მონახულება. 

სასტუმროსა და კვების ხარჯებს, ასევე ტრანსფერს აეროპორტიდან უზრუნველჰყოფს ირანული მხარე. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 
barnabishvili@gcci.ge
tel: 2 69 14 15

9.11.2017

ვალუტის კურსი

USD
2.7268
Eur
3.2176
GBP
3.6097
კონტაქტი