სიახლეები

SRCIC-ის თავმჯდომარე თბილისის მერს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე აბრეშუმის გზის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის (SRCIC)  თავმჯდომარეს ლიუ იანზონგს შეხვდა, რომელიც თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე დასასწრებად ჩამოვოვიდა.  დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი იღებდა, რომელსაც აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატაში ვიცე პრეზიდენტის სტატუსი აქვს. 

შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ლიუ იანზონგი აბრეშუმის გზის ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელია. აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის  (SRCIC) პრეზიდენტსა  და მის დელეგაციას საქართველოში სავაჭრო-სამრეწველო პალატა მასპინძლობს. ვიზიტის ფარგბლებში ლიუ იანზონგი ასევე, საქართველოს პრეზიდენტთან გამართავს შეხვედრას. 

აბრეშუმის გზის საერთაშორისო პალატა  2015 წლის დეკემბერში ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) და აბრეშუმის გზის ქვეყნების სავაჭრო პალატების მიერ დაფუძნდა. მასში გაერთიანებულნი არიან  36 ქვეყნის უმსხვილესი კომპანიები. SRCIC ჰქმნის საერთაშორისო და შიდა ეკონომიკისა და სავაჭრო თანამშრომლობის ახალ მოდელსა და ახალ პლატფორმას. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა SRCIC-ს წევრი  2016 წლის აპრილში გახდა, როდესაც თბილისს  საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარე ლიუ იანზონგი ეწვია. 2016 წლის 5 აპრილს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორ პალატას შორის. ამასთანავე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი არჩეულ იქნა საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის ვიცე-პრეზიდენტად.

28.11.2017

ვალუტის კურსი

USD
2.5405
Eur
2.9980
GBP
3.4073
კონტაქტი