სიახლეები

SRCIC-ის თავმჯდომარის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან

საქართველოში ვიზიტით მყოფი აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. გაფართოებული ფორმატის დისკუსიას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ესწრებოდა, რომელსაც აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის ვიცე-პრეზიდენტის სტატუსი აქვს. 

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების საკითხები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს აბრეშუმის გზის ფარგლებში საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებაზე,  საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციონალურ რეფორმებზე, ღია ბაზრის პოლიტიკაზე, სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფის ხელშეწყობაზე, საკუთრების სათანადო დაცვისა და ინტელექტუალური უფლებების თაობაზე. 

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალი, სამართლიანი და მდგრადი განვითარების მიმართულებებზე. გატარებულმა რეფორმებმა კი, უზრუნველყო, რომ საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი ჩამოყალიბდა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, მარტივი საგადასახადო სისტემა და საბაჟო ადმინისტრირება, კორუფციისგან თავისუფალი გარემო, შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმები - ეს ყველაფერი საქართველოს ინვესტიცირებისათვის მიმზიდველ ქვეყნად აქცევს. აღინიშნა, რომ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები ჩინეთთან, ევროკავშირთან, EFTA, აშშ მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის მიმზიდველობას, როგორც ღირებული საინვესტიციო დანიშნულებას.

აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის თავმჯდომარე თბილისში გამართულ აბრეშუმის გზის ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო. 
                      
                     29.11.2017

ვალუტის კურსი

USD
2.5405
Eur
2.9980
GBP
3.4073
კონტაქტი