სიახლეები

პეკინში ICI-ს დაფუძნების ცერემონია გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა (GCCI) აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანაინკუბაციის (ICI) დამფუძნებელი გახდა. 

2017 წლის 27 ნოემბერს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში  აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანაინკუბაციის (ICI) ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართა.
ალიანსის დანარჩენები წევრები და თანადამფუძნებლები საქართველოსთან ერთად  ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ნორვეგია, ისრაელი, პორტუგალია, სამხრეთ კორეა, საბერძნეთი, ხორვატია, ლიტვა, ლატვია, სერბეთი და რუსეთი არიან.  ალიანსის ინიციატორი ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროა.

ალიანსის შექმნის მთავარი მიზანი აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაა. 

შეგახსენებთ რომ პროექტში საქართველოს ჩართვით ქართულ კომპანიებს საშუალება მიეცემათ მხარდაჭერა მოიპოვონ აბრეშუმის გზის ქვეყნებში საქმიანობის წამოწყების სურვილის შემთხვევაში. ალიანსი ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროსა და  პეკინის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ფუძნდება, რაც ავტომატურად გულისხმობს  ქართული კომპანიებისთვის ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერას. 

ICI თავის თავში გულისხმობს მასშტაბურ ბიზნეს-ინკუბატორს, ამიტომ მას ექნება პირდაპირი წვდომა ჩინურ კომპანიებთან, რაც ქართულ-ჩინურ ბიზნეს-სექტორებს შორის კომუნიკაციას მეტად ეფექტიანს გახდის.  პროექტში ჩასართავად ქართულ კომპანიებს რეკომენდაცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ან    საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ უნდა გაუწიონ. 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პროექტში ჩართვით საქართველო ავტომატურად ხდება ალიანსის წევრი. 

27.11.2017

ვალუტის კურსი

USD
2.5405
Eur
2.9980
GBP
3.4073
კონტაქტი