სიახლეები

სავაჭრო-სამრეწველო პალატის განცხადება

გვინდა გამოვეხმაუროთ ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ბელგიის სამეფოს დედაქალაქში წარმომადგენლობის გახსნის შესახებ.

ხაზგასმით აღვნიშნავთ,  რომ  ოფიციალური ბრიუსელი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულ საზღვრებში. შესაბამისად, არაღიარებული ე.წ. რესპუბლიკის მხრიდან ბრიუსელში წარმომადგენლობის გახსნა არალეგიტიმურია  და არ შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური სახე. 

მსგავსი  ინფორმაცია დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა უკვე გაავრცელეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან მიმართებაში. განცხადებაში ასახული ფაქტები  არ შეესაბამებოდა სიმართლეს. 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპალატასა და ბელგიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან. მათთან კომუნიკაციით ვამოწმებთ არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და თანამშრომლობის ფარგლებში გავნაგრძობთ მსგავსი ფაქტების პრევენციაზე მუშაობას.  ასევე, მოვითხოვთ საერთაშორისო პარტნიორებისგან, კიდევ ერთხელ მოუწოდონ წევრ კომპანიებს სიფრთხილისკენ, რათა არ მოხდეს მსგავსი არალეგიტიმური ქმედებების ხელშეწყობა. 

14.12.2017

ვალუტის კურსი

USD
2.4791
Eur
3.0282
GBP
3.4564
კონტაქტი