სიახლეები

შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკურ მრჩეველთან

2018 წლის 5 თებერვალს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა შეხვედრა  ვან ლიემფოსთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს  ახალ მრჩეველთან ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებში. აუდიენციას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან, ნინო ჩიქოვანთან ერთად, პალატის საერთაშორისო ურთიერთოებათა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ვეკუა და მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი,  გრიგოლ ბაიბურთი ესწრებოდნენ. 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა პალატის მიერ დაგეგმილი პროექტი „ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის საინფორმაციო ცენტრი“ განიხილეს.  პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პროექტის განხორციელებაში  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო  აქტიურად ჩაერთოს.  

გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ფარგლებში,  ახლადდანიშნულ მრჩეველს პალატის წარმომადგენლებმა ჩინეთში, ქალაქ გუალჯოუში არსებული პალატის წარმომადგენლობისა და ჩინეთთან დაკავშირებულ სხვა განხორციელებულ ღონისძიებებზე მიაწოდეს ინფორმაცია. 

5.02.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი