სიახლეები

პალატამ რეგიონული SME-ს საკითხებზე მომუშავე ჯგუფი შექმნა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნეს-საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი შექმნა. ჯგუფი რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემატიკის ანალიზს გააკეთებს  და ამ სექტორის  ბიზნეს-სუბიექტებს  საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო კონსულტაციებს შესთავაზებს. 

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაშია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი. ასევე, ჯგუფის წევრებს   შორის არის  მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) წარმომადგენელი კნუტ გერბერი. საჭიროებებიდან გამომდინარე,  წევრთა სიას ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, ასევე პალატის სხვა თანამშრომლები დაემატებიან. ჯგუფს  პალატის მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი გრიგოლ ბაიბურთი ხელმძღვანელობს. 

რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნეს-საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შექმნის მიზანი რეგიონებში რეგისტრირებული მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე პრაქტიკული კონსულტაციების გაწევა და  პალატის სერვისების პოპულარიზაციაა. რეგიონული მცირე და საშუალო კომპანიებისთვის პირველი საკონსულტაციო მომსახურება  უფასო იქნება. 

6.02.2018

ვალუტის კურსი

USD
2.4671
Eur
3.0375
GBP
3.4475
კონტაქტი