სიახლეები

DCFTA საინფორმაციო ცენტრი- ტრენინგი მეფუტკრეებისთვის ქუთაისში

ქალაქ ქუთაისში  გაიმართა ტრეინინგი: "თანამედროვე მეფუტკრეობა და ფუტკრის დაავადებათა კონტროლი". 

ღონისძიებაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: კავშირი ფუტკრის დაავადებათა კონტროლსა და მეფუტკრეობის პროდუქტების ხარისხს/უვნებლობას შორის; რა აფერხებს საქართველოში მეფუტკრეობის განვითარებას; ფუტკრის დაავადებები, როგორ დავამარცხოთ ისინი; ვაროოზის კონტროლის თანამედროვე მეთოდები; საკუთარი საფუტკრისთვის ვაროოზთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის შემუშავება; მეთაფლე ფუტკრის განვითარებადი ოჯახი და გამართული საფუტკრე; საფუტკრის გაჯანსაღების სტრატეგია.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 23-მა მეწარმემ და ფერმერმა იმერეთის რეგიონიდან.  

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
 
ტრენინგს უძღვებოდა ირაკლი ჯანაშია-საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი.  

29.03.2018

ვალუტის კურსი

USD
2.4791
Eur
3.0282
GBP
3.4564
კონტაქტი