სიახლეები

ბიზნეს-სექტორის შეხვედრა ინდონეზიის მთავრობის წარმომადგენლებთან

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ინდონეზიის  აღმოსავლეთ ჯავის პროვინციის მთავრობის ორგანიზებით,  სასტუმრო „Millennium Biltmore“-ში  საქართველოს ბიზნეს-სექტორი ინდონეზიის ოფიციალურ მხარეს შეხვდა.  ღონისძიებაში  მონაწილეობა მიიღო  23-მა  ოფიციალურმა პირმა  აღმოსავლეთ ჯავის პროვინციის მთავრობიდან. ოფიციალური დელეგაცია  საქართველოში ბიზნეს-სექტორთან თანამშრომლობითაა დაინტერესებული.  

ინდონეზიური მხარე დაინტერესებული იყო  შემდეგი სექტორებით: კვების მრეწველობა (საკმაზები და სანელებლები, ყავა,  ჩაი და სხვა პროდუქტები),  ნავთობ-პროდუქტების, ხის ნაწარმის, სამკაულების, ქაღალდის და მუყაოს,  აგრეთვე პირადი ჰიგიენის საშუალებების მწარმოებელი კომპანიები.  შეხვედრის  მიმდინარეობისას მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ  დაემყარებინათ  კომუნიკაცია და განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. 

ინდონეზიის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის სურვილი საქართველოს ბიზნეს-სექტორის 25-მა წარმომადგენელმა გამოთქვა. 

4.04.2018

ვალუტის კურსი

USD
2.4791
Eur
3.0282
GBP
3.4564
კონტაქტი