სიახლეები

თელავში მეწარმეებს ევროპის მეწარმეთა ქსელის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქალაქ თელავში, კახეთის  ბიზნეს-სექტორს შეხვდა და ევროპის მეწარმეთა ქსელის (EEN)  შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრას 20-მდე ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ - ძირითადად სოფლის მეურნეობის სექტორიდან. 

პალატის წარმომადგენლებმა ბიზნესს  EEN-პლატფორმაზე პროდუქციის განთავსების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და ქსელის უპირატესობებზე ისაუბრეს. 

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დამსწრე ბიზნეს-სექტორს საშუალება ჰქონდა ევროპის მეწარმეთა ქსელში პროდუქციისა თუ შეთავაზების განსათავსებლად საჭირო აპლიკაციის ფორმის შესახებ კონსულტაცია მიეღოთ. სააპლიკაციო ფორმის ქართულ ენაზე ადაპრიტება სწორედ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ უზრუნველჰყო. მსგავსი შეხვედრები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ უკვე გამართა რუსთავსა და გორში, სადაც EEN-პორტალზე დარეგისტრირების სურვილი ათობით მეწარმემ გამოთქვა. 

ევროპის მეწარმეთა ქსელი ევროპაში უმსხვილესი ბიზნეს-პლატფორმაა, რომელიც ათეულობით ქვეყნის ბიზნესის ხელშემწყობ ორგანიზაციას  მოიცავს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქსელის პარტნიორი რამდენიმე თვის წინ გახდა და სპეციალური სერვისის საშუალებით ის ქართველ მეწარმეებს უცხოელი პარტნიორების მოძიებას ევროპის მეწარმეთა ქსელის დახმარებით სთავაზობს. საქართველო EEN-პლატფორმაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მუშაობის შედეგად ჩაერთო. 2017 წელს გაფორმებული მემორანდუმიდან გამომდინარე ევროპის მეწარმეთა ქსელს საქართველოში უკვე სამი პარტნიორი ჰყავს: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.  ნებისმიერ კომპანიას თუ ფიზიკურ პირს, იმ შემთხვევაში თუ მის მიერ წამოყენებული მოთხოვნა EEN-ის შინაარსს შეესაბამება,  საშუალება აქვს შეავსოს Online-აპლიკაცია ქართულ ენაზე, ან ფორმის შევსების შესახებ კონსულტაცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიაროს.  

4.04.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი